Belive

ცნობილია რამდენი გამოიმუშავა საბურთალომ შერიფთან მოგებისთვის

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დღეს 16 ივლისს ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში “საბურთალო” “შერიფს” დაუპირისპირდა. პირველ მატჩში საქართველოს მოქმედმა ჩემპიონებმა ტირასპოლში 0:3 გაიმარჯვეს და შემდეგ ეტაპზე გასვლისთვის დიდი უპირატესობა მოიპოვეს, თუმცა თბილისში ყველაფერი საშინლად დაიწყო. "საბურთალომ" პირველ 10 წუთში 3 უპასუხო გოლი გაუშვა, თუმცა, საბედნიეროდ, მე-2 ნახევარში თამაში გამოსწორდა. როლოვიჩის ერთადერთი ბურთით ორი მატჩის ჯამში "შერიფი" 4:3 დაამარცხდა. ცნობილია, რომ "საბურთალომ" ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლისთვის €380,000 ევრო გამოიმუშავა. თბილისელთა მომდევნო მეტოქე ზაგრების “დინამო” იქნება. პირველი შეხვედრა თბილისში 23 ივლისს გაიმართება.

სხვა სტატიები