Belive

ცნობილია საბურთალოს მიერ გამომუშავებული თანხა ჩემპიონთა ლიგაზე

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა "საბურთალომ" ჩემპიონთა ლიგაზე მხოლოდ 1 ეტაპის გადალახვა მოახერხა. შეგახსენებთ, რომ თბილისურმა გუნდმა "შერიფი" ორი მატჩის ჯამში 4:3 დაამარცხა, შემდეგ კი "დინამო ზაგრებთან" 5:0 წააგო. "საბურთალომ" ევროპა ლიგაზე გადაინაცვლა, სადაც გია ჭიაბრიშვილის გუნდი სომხურ "არარატს" დაუპირისპირდება. "საბურთალომ" ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობისთვის 280 000 ევრო, "შერიფის" გამოგდებით კი 380 000 ევრო მიიღო. თბილისელებს უეფა ჩემპიონთა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე წაგებისთვის დამატებით 260 000 ევროს მისცემს, ევროპა ლიგის მე-3 ეტაპზე თამაშისთვის კი 280 000 ევროს ჩაურიცხავს. ჯამში "საბურთალოს" გამომუშავებული თანხა ამ მომენტისთვის 1 200 000 ევროა, რაც 3 900 000 ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ჯგუფში მოხვედრის შემთხვევაში "საბურთალო" კიდევ 2 920 000 ევროს მიიღებს.

სხვა სტატიები