Belive

ცნობილია, თუ რა თანხას გამოიმუშავებს საბურთალო ევროპა ლიგის პლეი-ოფში გასვლის შემთხვევაში

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა, “საბურთალომ” ჩემპიონთა ლიგაზე მხოლოდ 1 ეტაპის გადალახვა მოახერხა, ხოლო ზაგრების "დინამოსთან" მარცხის შემდეგ, საქართველოს ჩემპიონი ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაერთო, სადაც მათი მეტოქე სომხური "არარატი" გახლდათ. საქართველოს ჩემპიონმა სომხეთში პირველი მატჩში სასურველ შედეგ მიაღწია და ანგარიშით 1:2 გაიმარჯვა და ევროპა ლიგის პლეი-ოფისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. იმ შემთხვევაში, თუკი "საბურთალო" განმეორებით მატჩში დასახულ მიზანს მიაღწევს და ევროპა ლიგის პლეი-ოფში გასვლას შეძლებს, ქართული კლუბი €300,000 ევროს გამოიმუშავებს, ხოლო თუკი საქართველოს ჩემპიონი პლეი-ოფს დაძლევს და ჯგუფურ ეტაპზე გავა, გუნდი €2,920,000 ევროს მიიღებს. შეგახსენებთ, რომ "საბურთალოსა" და სომხურ "არარატს" შორის განმეორებითი მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 14 აგვისტოს, თბილისის დროით 20:00 საათზე შედგება.

სხვა სტატიები