Belive

ცნობილია, თუ რამდენი არგენტინელი გულშემატკივარი ჩავა მადრიდში "რივერი" - "ბოკას" მატჩისთვის

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
9 დეკემბერს, მადრიდში კოპა ლიბერტადორესის თასის ფინალის განმეორებითი მატჩი გაიმართება, სადაც "რივერ პლეიტი" - "ბოკა ხუნიორსს" დაუპირისპირდება. მატჩი არგენტინაში არ გაიმართა, რადგან გულშემატკივრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, ხოლო გუნდებს ავტობუსები დაუმტვრიეს. ესპანეთის სამართალდამცავი ორგანოები აცხადებენ, რომ ფინალისთვის მადრიდში 500-600 არგენტინელ გულშემატკივარს ელოდებიან. აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური მედია საშუალებები ავრცელებენ. როგორც ერთ-ერთმა გავლენიანმა გამოცემამ გაავრცელა, ხელისუფლება მუშაობს იმისთვის, რომ უსაფრთხოება მაქსიმალურად დაიცვან. სპეციალურად არ მატჩისთვის, ესპანეთის პოლიცია მჭიდროდ თანამშრომლობს არგენტინის პოლიციასთან, რადგან ელოდებიან 500-600 განსაკუთრებული აგრესიის მქონე გულშემატკივარის ჩამოსვლას.

სხვა სტატიები