Belive

ცნობილია ვინ ჩაანაცვლებს რუსულ გუნდებს ჩემპიონთა ლიგაზე

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დღეს UEFA-მ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, რუსული გუნდები მომდევნო სეზონში ევროტურნირებზე თამაშის უფლება არ ექნებათ. როგორც ცნობილია, თავისუფალ ადგილს UEFA-სგან რეიტინგში მე-11 ადგილზე მყოფი ქვეყანა, შოტლანდია მიიღებს. გარდა ამისა, დარჩენილი ერთი ვაკანტური პოზიცია უკრაინას ერგება (მე-12 UEFA-ს ცხრილში). შეგახსენებთ, რომ უკრაინის ჩემპიონი "შახტარი" გახდა. დონეცკელები პირდაპირ ჯგუფურ ეტაპზე გავლენ იმ შემთხვევაში, ჩემპიონთა ლიგას "ვილიარეალი" არ მოიგებს. მოგეხსენებათ, უნაი ემერის გუნდი სტუმრად "ლივერპულთან" 0:2 დამარცხდა. საპასუხო დაპირისპირება ხვალ გაიმართება.  

სხვა სტატიები