Belive

ცნობილია ვის მისცეს ხმები ქართველებმა FIFA-ს გამოკითხვაში

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გუშინ FIFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელად რობერტ ლევანდოვსკი დასახელდა. პოლონელმა თავდამსხმელმა 52 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. ჩატარებულ გამოკითხვაში ხმის მიცემის უფლება ჰქონდა საქართველოსაც, რომელსაც ნაკრების კაპიტანი და მწვრთნელი წარმოადგენს. ჯაბა კანკავამ პირველ ადგილზე რობერტ ლევანდოვსკი გაიყვანა, მე-2 პოზიციაზე ლეო მესი დაასახელა, მესამე კი - კრიშტიანუ რონალდუ. რაც შეეხება მწვრთნელს, მისი ადგილი ვლადიმირ ვაისის ნაცვლად, დროებით, ზურაბ ხიზანიშვილმა დაიკავა. ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წევრის ხმები ასე განაწილდა: 1. რობერტ ლევანდოვსკი 2. კრიშტიანუ რონალდუ 3. სერხიო რამოსი  

სხვა სტატიები