Belive

ცორკი | ჰოლანდი დორტმუნდში რჩება!

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"დორტმუნდის" სპორტული დირექტორი - მიხაელ ცორკი, ერლინგ ჰოლანდის მომავალთან დაკავშირებით საინტერესო კომენტარს აკეთებს. ცორკის მტკიცებით, ნორვეგიელი ვარსკვლავი ამ ზაფხულს "დორტმუნდს" არ დატოვებს. ჰოლანდის გარშემო სპეკულაციების ტალღაა აგორებული. არაერთი ტაბლოიდი მიიჩნევს, რომ ნორვეგიელი შემტევი რომელიმე ევროპული გრანდის მაისურს მოირგებს. "დორტმუნდმა" მომავალი სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა - აღნიშნულიდან გამომდინარე, კლუბის მესვეურები მიიჩნევენ, რომ ჰოლანდის შენარჩუნებას შეძლებენ. Sky-სთან საუბარში ცორკმა აღნიშნა: "მომავალ სეზონში ჰოლანდი "დორტმუნდში" ითამაშებს." 20-წლის ნორვეგიელმა ვარსკვლავმა ბუნდესლიგაში ბრწყინვალედ იასპარეზა. მინო რაიოლას მტკიცებით, ჰოლანდის შეძენით "ბარსელონა", "რეალი" და სხვა ევროპული გრანდები ინტერესდებიან.

სხვა სტატიები