Belive

წყალში გადაყრილი €115 მილიონი | აზარი ისევ დაიმტვრა

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ედენ აზარი კვლავ ტრავმირებულია - მადრიდის "რეალი" ადასტურებს, რომ ბელგიელ შემტევს წელის კუნთი აქვს დაზიანებული, რის გამოც მას 4-6 კვირის განმავლობაში უქმად ყოფნა მოუწევს. აზარი "რეალში" 2019 წლის ივლისში, 115 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. ფორმის პიკზე მყოფი ბელგიელი კრიშტიანუ რონალდუს პოტენციურ შემცვლელად ითვლებოდა და სიმბოლურად, მას 7-ნომრიანი მაისური გადაეცა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ აზარმა იმედების გამართლება ვერ შეძლო, შედეგიანობის რეგრესი კი ხშირი ტრავმიანობის შედეგია - მადრიდული კარიერის დიდი ნაწილის განმავლობაში, ბელგიელი ან ტრავმას იშუშებს, ან ფორმის აღდგენას ცდილობს, რაც საბოლოოოდ, მორიგი ტრავმით სრულდება. მეტი ინფორმაციისთვის - "რეალში" გადასვლის შემდეგ, აზარმა ტრავმა 10-ჯერ მიიღო და გუნდს 50 მატჩში ვერ დაეხმარა. ამავე პერიოდში, ბელგიელმა "სამეფო კლუბის" მაისურით 36 მატჩი ჩაატარა, სადაც მან 4 გოლის გატანა და 7 საგოლე პასის გაკეთება შეძლო.
"გულშემატკივარს მინდა ვთხოვო, რომ მოთმინება გამოიჩინოს: ჩვენ ვიცით, თუ რა დონის ფეხბურთელია აზარი. გულშემატკივარს, გუნდს, მწვრთნელს, თითოეულ თანაგუნდელს სურს, რომ მისი თამაში იხილოს. ამიტომაც, მოთმინება გვმართებს. ტრავმიანობა მის კარიერაში არასოდეს ყოფილა და ამიტომაც, ჩვენ მისი დახმარება გვსურს", - განაცხადა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა.

სხვა სტატიები