Belive

"ცრემლები წამომივიდა და თავბრუ დამეხვა" - სერგო კუხიანიძე ეროვნულ ნაკრებში გამოძახებას ეხმაურება

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ვილი სანიოლმა ივნისის სანაკრებო მატჩებისთვის ეროვნულ გუნდში სერგო კუხიანიძე გამოიძახა. წყალტუბოს "სამგურალის" 22 წლის თავდამსხმელი "ჯვაროსნების" რიგებში პირველად ითამაშებს. სერგოს Live.Ge დაუკავშირდა - ახალგაზრდა ფეხბურთელმა ჩვენთან პირველ ემოციებზე ისაუბრა.
"როდესაც დამირეკეს და მითხრეს, რომ ეროვნულ ნაკრებში გამომიძახეს, ცრემლები წამომივიდა და თავბრუ დამეხვა. ემოციური ფონი ძალიან დიდი იყო და სიტყვებს თავს ვერ ვუყრიდი," - გვითხრა კუხიანიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 2 ივნისს სტუმრად რუმინეთს დაუპირისპირდება, 6 ივნისს კი - ენსხედეში ნიდერლანდებს ეწვევა. ორივე მატჩი ამხანაგურია.

სხვა სტატიები