Belive

ცვლილება ნაკრების განაცხადში - კიტეიშვილის ქვილითაია ჩაანაცვლებს

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველოს ნაკრების განაცხადში ცვლილებაა. მას მერე, რაც ცნობილი გახდა, რომ ოთარ კიტეიშვილმა მყესი გაიწყვიტა და 2021 წლის ბოლომდე მოედანზე დაბრუნებას სავარაუდოდ ვერ მოახერხებს, ვილი სანიოლმა ეროვნულ გუნდში გრაცის "შტურმის" ნახევარმცველის ნაცვლად, ნიქოზიის "აპოელის" თავდამსხმელს, გიორგი ქვილითაიას უხმო. თავდაპირველად, 26 წლის თავდამსხმელი ეროვნული გუნდის 24-კაციან განაცხადში არ იყო, ახლა კი ფრანგმა სპეციალისტმა იგი ეროვნულ გუნდში დააბრუნა. საქართველოს ნაკრების განაცხადი ოქტომბრის მატჩებისთვის ასე გამოიყურება: მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო). დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი). ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია),  ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი),  ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო). შემტევები: საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), გიორგი ქვილითაია (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია). 9 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები საშინაო კედლებში, “ბათუმი არენაზე”, საბერძნეთის, ხოლო 12 ოქტომბერს სტუმრად, კოსოვოს წინააღმდეგ ითამაშებს.

სხვა სტატიები