Belive

ცვლილებები რეალში - მადრიდელები ზაფხულში 10 ფეხბურთელს გაყიდიან

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალი" რამდენიმე წარუმატებელი სეზონის შემდეგ, სერიოზულ ცვლილებებს გეგმავს. მიუხედავად იმისა, რომ საუბარია გუნდიდან ზინედინ ზიდანის წასვლაზე, "რეალის" შემადგენლობა განახლებას ყველა შემთხვევაში საჭიროებს. ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ მადრიდელთა მთავარი ბირთვის (სერხიო რამოსი, ლუკა მოდრიჩი, ტონი კროოსი) უმეტესი ნაწილი 30 წელზე დიდი ასაკისაა. გარდა ამისა, ცვლილებები დაანონსა ფლორენტინო პერესმაც, რომელმაც ესპანურ AS-თან საუბარში განაცხადა, რომ გუნდს ზაფხულში 10 ფეხბურთელი დატოვებს. რაც ყველაზე მთავარია, წამსვლელთა სიაშია ედენ აზარი. "ჩელსის" ყოფილმა ფეხბურთელმა ესპანეთში ფეხი ვერ მოიკიდა. ტრავმებისა და სხვა პრობლემების გამო, 30 წლის ბელგიელმა 2 სეზონში "რეალის" მაისურით 43 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე მხოლოდ 5 გოლი და 8 ასისტია. გარდა აზარისა, "რეალი" აპირებს რაფაელ ვარანის გაშვებას. ფრანგი მცველის გადაბირებით "იუნაიტედი", "ჩელსი" და "პსჟ" გამოთქვამენ ინტერესს. გარეთ ბეილი, ისკო, მარკო ასენსიო, მარსელო, ლუკა იოვიჩი, მარიანო დიაზი, ბორხა მაიორალი - ეს იმ ფეხბურთელების ჩამონათვალია, რომელთა ზაფხულში გაყიდვას "რეალი" ასევე აპირებს. ასევე, შეგახსენებთ, რომ იჯარით "არსენალში" თამაშობს დანი სებალოსი. "მეთოფეებს" მისი გამოსყიდვის უფლება ექნებათ.    

სხვა სტატიები