Belive

ცვლილებები სლოვანში: კაპიტანი წავიდა, ვაისი მიდის 

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უეფას ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის გათამაშების პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი "დინამო ბათუმი" სლოვაკეთის ჩემპიონ ბრატისლავის "სლოვანს" დაუპირისპირდება, რომლის რიგებშიც საქართველოს ნაკრების ყოფილი და მოქმედი კაპიტნები, შესაბამისად, ჯაბა კანკავა და გურამ კაშია თამაშობენ, ხოლო მთავარი მწვრთნელი, ეროვნული გუნდის ყოფილი ხელმძღვანელი, ვლადიმირ ვაისია. საინტერესოა, რომ "დინამო ბათუმის" მომავალი მეტოქე საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა და კაპიტანმა, ვასილ ბოჟიკოვმა დატოვა. ბულგარელმა ცენტრალურმა მცველმა, კლუბში 5 წელი გაატარა, 4-ჯერ ქვეყნის ჩემპიონობა, ორჯერ კი თასი მოიგო და გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ითვლებოდა. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ გუნდი შესაძლოა კიდევ ერთმა ლიდერმა, მთავარი მწვრთნელის ვაჟმა, უმცროსმა ვლადიმირ ვაისმაც დატოვოს, რომელსაც სლოვაკურ "დუნაისკა სტრედაში" გადაბარგებას უწინასწარმეტყველებენ. "დინამო ბათუმი" პირველ მატჩს ბრატისლავაში 5 ივლისს ჩაატარებს, ხოლო საპასუხო შეხვედრას აჭარული კლუბი 12 ივლისს, ბათუმში უმასპინძლებს.

სხვა სტატიები