Belive

ცვლილებები VAR-ის სისტემაში: პრემიერ ლიგაში თამაშგარის ახალი წესი ამოქმედდება

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის პრემიერ ლიგის ხელმძღვანელებმა შემდეგი სეზონისთვის წესებში ცვლილებების შეტანა გადაწყვიტეს. საქმე ეხება ვიდეო გამეორების სისტემას, რომლის მიმართაც წინა წლებში გულშემატკივართა პრეტენზიები ულევი იყო. კონკრეტულად, ახალი ცვლილება VAR-ის ამოქმედების დროს, თამაშგარე მდგომარეობის გარჩევისას ხაზების გავლებას ეხება. ამ შემთხვევაში, გრაფიკულად უფრო სქელ ხაზებს გამოიყენებენ, რათა შეცდომის ალბათობა მინიმალურამდე დავიდეს. პრემიერ ლიგის კლუბები და მსაჯები ელიან, რომ ცვლილება მკვეთრი გავლენას იქონიებს მატჩებზე, რადგან წინა სეზონში ბევრი ისეთი შემთხვევა დაფიქსირდა, როცა თავდამსხმელები თამაშგარე მდგომარეობაში მათი ქუსლების, თითების ან მკლავების გამო აღმოჩნდნენ.
Liverpool forward Roberto Firmino was one of many penalised for an 'armpit' offside
ახალი პროტოკოლების თანახმად, სხეულის იმ ნაწილების გამო, რომლებიც მცირედითაა დაშორებული სხეულის საყრდენი პოზიციიდან, მოთამაშეთა დაჯარიმების მიზეზი აღარ გახდება. სქელი ხაზების გამოყენებით სისტემა უკვე მოქმედებს უეფას სხვა ტურნირებში და ნიდერლანდების ერედივიზიონში. პრემიერ ლიგაში ამ სისტემის დანერგვის შემდეგ, ტელემაყურებლები ვეღარ დაინახავენ თამაშგარის ხაზების გავლების და მათი განხილვის პროცესს, მათ მხოლოდ საბოლოო შედეგის ხილვის შესაძლებლობა ექნებათ. პრემიერ ლიგის 2020/21 წლების სეზონში "მანჩესტერ სიტიმ" 86 ქულა დააგროვა, უახლოეს მდევარ "მანჩესტერ იუნაიტედს" 12-ით გაასწრო და ჩემპიონობა ბოლო 4 წელიწადში მესამედ, ისტორიაში კი მეშვიდედ მოიგო.

სხვა სტატიები