Belive

ტუხელი: "ნეიმარი მანჩესტერთან სავარაუდოდ ვერ ითამაშებს"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"პარი სენ-ჟერმენის" მთავარმა მწვრთნელმა, ტომაშ ტუხელმა დაადასტურა, რომ გუნდის ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი, ნეიმარი, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩს გამოტოვებს. ბრაზილიელმა ტრავმა საფრანგეთის თასზე, "სტრასბურგის" წინააღმდეგ გამართულ მატჩში მიიღო. "ნეიმარის დაბრუნების თარიღი ჯერჯერობით უცნობია. ჩვენ ველოდებით ექიმების დასკვნას. ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, არის ის რომ მისი დაბრუნება "მანჩესტერთან" ძალიან საეჭვოა," განაცხადა ტუხელმა. "მანჩესტერთან" თამაშამდე, "პსჟ-ს" საფრანგეთის ჩემპიონატში ორ უხერხულ მეტოქესთან მოუწევს თამაში - პარიზელები "ლიონსა" და "ბორდოს" დაუპირისპირდებიან.

სხვა სტატიები