Belive

ტუხელი: "შიშით ვითამაშეთ, პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ" 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში დორტმუნდის "ბორუსიასთან" წაგება (1:2) "პსჟ-ს" თავკაცმა ტომას ტუხელმა შეაფასა. "ბიჭები სინანულს არ უნდა გრძნობდნენ. არავინ იცის რა მოხდებოდა სხვა სისტემით რომ გვეთამაშა, მე მწვრთნელი ვარ და ჩემი მოვალეობაა, რომ მატჩის წინ სწორი გადაწყვეტილებები მივიღო. აქედან გამომდინარე, პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ. ამ სისტემამ მოგვცა შესაძლებლობა, რომ შეტევაში დალაგებულად გვეთამაშა და თამაში გაგვეკონტროლებინა, თუმცა, როცა გუნდი აგებს, უნდა ვაღიარო, რომ შევცდი. ფაქტია, უმაღლესი დონის მოწინააღმდგესთან ასეთივე სტადიონზე ვითამაშეთ, იმ კედლებში, სადაც არაერთი ძლიერი გუნდი დამარცხებულა. არ გვეყო საკმარისი ნებისყოფა. ვერ შევძელით ბურთის ფლობა. ვითამაშეთ შეცდომის დაშვების შიშით, რამაც საბოლოოდ მარცხი მოგვიტანა",-თქვა გერმანელმა ყოფილ კლუბთან მარცხის შემდეგ.

სხვა სტატიები