Belive

ტუხელმა ლილთან განადგურება ფეხბურთელების არყოფნას დააბრალა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"პარი სენ-ჟერმენის" მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა "ლილთან" 5:1 განადგურების შემდეგ კომენტარი გააკეთა. გერმანელი სპეციალისტის თქმით, "ლილთან" 5:1 განადგურება არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ნორმალურია.
"ტრავმების გამო ჩვენ ბევრი მოთამაშე გვაკლდა, რომლებიც განაცხადშიც არ ყოფილან. როდესაც გუნდს მხოლოდ 16 მოთამაშე ჰყავს განაცხადში, ეს შედეგი არ არის გასაკვირი. თამაშამდე ამაზე არ გვისაუბრია, თუმცა ეს კითხვა ყოველთვის აქტუალურია და მუდმივად უნდა დავსვათ" - განაცხადა ტუხელმა.

სხვა სტატიები