Belive

ტუხელმა ლუკაკუს შემადგენლობაში დაბრუნების შანსები შეაფასა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის ,,ჩელსის'' მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა, რომელუ ლუკაკუს სკანდალური ინტერვიუს შემდეგ, ბელგიელი ფეხბურთელის შემადგენლობაში შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა:
,,არსებობს თუ არა ჩელსის შემადგენლობაში დასაბრუნებელი გზა? ლუკაკუ ჩვენი ფეხბურთელია და უკან დასაბრუნებელი გზა ყოველთვის არსებობს. ყველაფერს დახურულ კარს მიღმა გადავწყვეტთ და როგორც კი გადაწყვეტილებას მივიღებთ, ამის შესახებ მაშინვე გაიგებთ,'' - განაცხადა ტუხელმა.
რამდენიმე დღის წინ, ლუკაკუმ იტალიურ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ ტუხელის სათამაშო სქემით უკმაყოფილოა და ,,ჩელსიში'' თამაშით ბედნიერი არაა. ინტერვიუს შემდეგ, ბელგიელი ,,ლივერპულთან'' მატჩში ,,არისტოკრატების'' განაცხადში ვერ მოხვდა. მიმდინარე სეზონში ლუკაკუს ანგარიშზე ,,ჩელსის'' მაისურით ჩატარებულ 18 შეხვედრაში 7 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები