Belive

ტუნისს მსოფლიო ჩემპიონატიდან დისკვალიფიკაცია ემუქრება

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფიფამ ტუნისი გააფრთხილა, რომ იმ შემთხვევაში თუ ქვეყნის მთავრობა საფეხბურთო საქმეებში ჩაერევა, აფრიკული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატიდან დისკვალიფიკაციით დაისჯება.

ფიფას წევრი ფედერაციები თავისუფალნი უნდა იყვნენ სამართლებრივი და პოლიტიკური ჩარევებისგან. ორგანიაციის გაფრთხილება ტუნისის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრის განცხადებას მოჰყვა, რომელიც ფიფამ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის მართვაში ჩარევის მცდელობად მიიჩნია და ამ უკანასკნელს პასუხის გასაცემად ვადა პარასკევამდე მისცა.

შესაძლო დისკვალიფიკაცია გულისხმობს, რომ საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობას ვერცერთი ტუნისური გუნდი და ნაკრები ვერ მიიღებს.

ტუნისის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის D ჯგუფში საფრანგეთთან, დანიასთან და ავსტრალიასთან ერთად იასპარეზებს.


სხვა სტატიები