Belive

ტურინელები სუარესისთვის ბრძოლას განაგრძობენ

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სატრანსფერო პერიოდი დასკვნით ფაზაში გადადის, რაც იმას ნიშნავს, რომ შემადგენლობის გაძლიერებისა და გადახალისების მსურველი კლუბები სულ უფრო აქტიურნი ხდებიან. ამჯერად მოვლენების ეპიცენტრში "ბარსელონას" თავდამსხმელი ლუის სუარესია, რომლის გადასაბირებლად ტურინის "იუვენტუსი" იბრძვის. ახლახანს გავრცელდა ინფორმაცია, რომ იტალიელებმა ურუგვაელ ფეხბურთელს ხელფასის სახით 3 მილიონი ევრო შესთავაზეს. ასევე ცნობილია გახდა ინფორმაცია, რომ ლუის სუარეზი ტურინულ გრანდში თამაშის შემთხვევაში, ბონუსების სახით 13 მილიონ ევროს მიიღებს.

სხვა სტატიები