Belive

ტურინის იუვენტუსი მადრიდის რეალის კიდევ ერთ ფეხბურთელს უმიზნებს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიური გამოცემა CalcioMercato ინფორაციას ავრცელებს, რომლიც მიხედვითაც, ტურინის "იუვენტუსი" მადრიდის "რეალის" კიდევ ერთი ფეხბურთელის შეძენას აპირებს. იტალიელებს მეკარის პრობლემის გადაჭრა სურთ და კეილორ ნავასის შეძენას აპირებენ. კოსტა-რიკელი კარის დარაჯი "რეალში" 2014 წლიდან თამაშობს და მიმდინარე სეზონამდე გუნდის მთავარ კიპერად ითვლებოდა, თუმცა სეზონის დასაწყისში მადრიდელებმა ტიბო კურტუა შეიძინეს და ნავასმა სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა. ამით თავად ნავასი უკმაყოფილოა, ამიტომაც "იუვენტუსს" აქვს შანსი, რომ თავისთან გადაიყვანოს. ტრანსფერს ხელს ისიც უწყობს, რომ "სამეფო კლუბიდან" "ბებერ ქალბატონში" კრიშტინუ რონალდუ გადაბარგდა და ნავასის გადაყვანაში ისიც გარკვეულ როლს ითამაშებს.

სხვა სტატიები