Belive

ტურინში პოგბას ტრანსფერთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ფრანგ ვარსკვლავსა და ჟოზე მოურინიოს შორის აგორებული სკანდალის შემდეგ, არაერთმა ტაბლოიდმა პოგბა კლავ "იუვენტუსს" დაუკავშირა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ტურინელებმა საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთეს. ტურინის "იუვენტუსის" სპორტული დირექტორის, ფაბიო პარატიჩის მტკიცებით, "ბიანკონერი" პოლ პოგბას ტრანსფერს არ განიხილავს. "პოგბას პატივს ვცემთ, თუმცა მის დაბრუნებაზე არ გვიფიქრია და მომავალშიც არ ვგეგმავთ ტრანსფერის განხორციელებას", - განაცხადა ფაბიო პარატიჩიმ.

სხვა სტატიები