Belive

ტურის საუკეთესო მწვრთნელი - არველაძე სიმბოლურ გუნდში მოხვდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ჰალ სიტის" ქართველი მთავარი მწვრთნელი, შოთა არველაძე ინგლისის ჩემპიონშიფის 44-ე ტურის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა. საუკეთესო თერთმეტეული ინგლისურმა გამოცემა The Football League Paper-მა გამოაქვეყნა. სიმბოლურ გუნდში "ჰალ სიტის" 3 ფეხბურთელი მოხვდა, სათამაშო კვირის გამორჩეულ მწვრთნელად კი საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი დასახელდა.

44-ე ტურში, შოთა არველაძის გაწვრთნილმა "ვეფხვებმა" "რედინგი" - 3:0 დაამარცხეს და აქტივში მორიგი მნიშვნელოვანი 3 ქულა ჩაიწერეს. გათამაშების დასრულებამდე 4 ტურუთ ადრე, "ჰალ სიტის" 50 ქულა აქვს დაგროვებული და მე-18 პოზიციას იკავებს, შემდეგ შეხვედრას კი 30 აპრილს, "ბრისტოლ სიტის" წინააღმდეგ, სტუმრად გამართავს.  

სხვა სტატიები