Belive

TuttoMercato - სერია ა-ს კლუბები ლუკა ლოჩოშვილს დააკვირდებიან!

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
წინასასეზონო ამხანაგურ შეხვედრაში, "მილანისა" და "ვოლფსბერგერის" დაპირისპირება შედგება. მატჩი თბილისის დროით, 21:00 საათზე გაიმართება. ქართველი გულშემატკივრისათვის ეს მატჩი იმითაცაა საინტერესო, რომ "ვოლფსბერგერის" შემადგენლობაში ლუკა ლოჩოშვილი იასპარეზებს. გავლენიანი იტალიური მედია საშუალების TuttoMercato-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "ვოლფსბერგერისა" და "მილანის" დაპირისპირებას სერია ა-ს ბინადარი 4 კლუბის სკაუტები დაესწრებიან. სკაუტების მატჩზე დასწრების მიზეზს, ლუკა ლოჩოშვილზე დაკვირვება წარმოადგენს. წყაროს მტკიცებით, "ვერონა", "ტორინო", "უდინეზე" და "სამპდორია" ქართველი ცენტრალური მცველის ტრანსფერით ინტერესდებიან და მას მოედანზე დააკვირდებიან. 24 წლის ლოჩოშვილი "ვოლფსბერგერის" ღირსებას 2020 წლიდან იცავს. ავსტრიული კლუბის მაისურით ჩატარებულ 68 შეხვედრაში, ცენტრალურმა მცველმა 2 გოლის გატანაც შეძლო.

სხვა სტატიები