Belive

Tuttomercatoweb | კვარაცხელიასთან ყველაზე ახლოს გლადბახი და სევილია არიან

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ინფორმაციას მორიგი იტალიური გამოცემა ავრცელებს. Tuttomercatoweb-ის თანახმად, "რუბინის" ვინგერით არაერთი იტალიური გუნდი ინტერესდება, თუმცა ყველაზე ახლოს ფეხბურთელთან "გლადბახი" და "სევილია" არიან.
"ქართველი ტალანტს ყაზანის "რუბინი" 18-20 მილიონად აფასებს (გამოსასყიდი თანხა), მაგრამ COVID 19-ის მდგომარეობით, 12 მილიონიანი შეთავაზება შესაძლოა იყოს მწვანე შუქი გუნდებისთვის. კვარაცხელიას გადაბირებით ბევრია დაინტერესებული, მაგრამ იტალიურ გუნდებს შეთავაზება ჯერ არ გაუკეთებიათ. "იუვენტუსი", "მილანი", "ატალანტა" მას აკვირდებიან, თუმცა ახლა ხვიჩასთვის ბრძოლაში "მიუნხენგლადბახი" და "სევილია" წამყვან პოზიციებზე იკავებენ," - წერს Tuttomercatoweb.
შეგახსენებთ, რომ იტალიურ მედიაში ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, 20 წლის ფეხბურთელის აგენტი, მამუკა ჯუღელი "იუვეს" წარმომადგენლებს შეხვდნენ. გარდა ამისა, კვარაცხელიას გადაბირება სურს "ლიდსს".

სხვა სტატიები