Belive

უახლესი სატრანსფერო მითქმა-მოთქმა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გთავაზობთ კვირის ყველაზე საინტერესო სანტრანსფერო ჭორებს, რომელიც პრესაში ვრცელდება: Daily Star - ლონდონის "არსენალმა" თვალი ისკოს დაადგა, უნაი ემერი მზადაა "რეალს" ესპანელის სანაცვლოდ მესუთ ოზილი შესთავაზოს. Daily Star - იურგენ კლუბს თავის კლუბში ტიმო ვერნერის ხილვა სურს, რომლის სახელიც მანამდე "მანჩესტერ იუნაიტედს" უკავშირდებოდა. The Times - მადრიდის "რეალს" მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე ჟოზე მოურინიოს დანიშნვა უფრო მეტად სურს ვიდრე მაურისიო პოჩეტინოსი. The Times - "მანჩესტერ იუნაიტედს" მაურისიო პოჩეტინოსთან ერთად "ტოტენჰემიდან" მწვრთნელთა უფროსის და ფეხბურთელთა განვითარების ხელმძღვანელის ჯონ მაკდერმოტის წამოყვანა სურს. Daily Mirror - "მონაკოს" მთავარ მწვრთნელს ტიერი ანრის, კლუბში ყოფილი თანაგუნდელის ხილვა სურს, საუბარია ჩესკ ფაბრეგასზე, რომლის ყიდვაც ფრანგ სპეციალისტს იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს აქვს განზრახული. The Sun - "ჩელსის" მარჯვენაფლანგელი ვიქტორ მოსესი, ზამთარში სავარაუდოდ "კრისტალ პალასს" შეუერთდება  

სხვა სტატიები