Belive

უამინდობის გამო "ატლეტიკოსა" და "ბილბაოს" მატჩი გადაიდო

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
9 იანვარს ესპანეთის ჩემპიონატის მე-18 ტურის შეხვედრა, სადაც სიმეონეს "ატლეტიკო" "ბილბაოს" უნდა შეხვედროდა უამინდობის გამო გადაიდო. "ატლეტიკოს" ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია:
" მატჩი, რომელიც "ვანდა მეტროპოლიტანოზე" "ატლეტიკის" წინააღმდეგ უნდა გვეთამაშა, ესპანეთში დიდთოვლობისა და უამინდობის გამო გადაიდო". 
ცუდმა ამინდმა ბასკური გუნდის მადრიდში გამგზავრებას ხელი შეუშალა.

მას შემდეგ, რაც ჩასხდომას 30 წუთი ელოდნენ და იმედიც არ ჰქონდათ, რომ გამგზავრება და უსაფრთხოდ დაშვება შესაძლებელი იქნებოდა, თვითმფრინავის კაპიტანმა ბილბაოში დაბრუნება გადაწყვიტა. ბილბაოს ატლეტიკის განცხადებაში ნათქვამია: 
"თვითმფრინავის ეკიპაჟი იძულებული გახდა უკან, ბილბაოში დაბრუნებულიყო მას შემდეგ, რაც ცხადი გახდა, რომ მადრიდში დაშვება შეუძლებელი იყო".
შექმნილი ვითარების გამო ლა ლიგამ დღეს დილით პროფესიონალური შეჯიბრების კომიტეტს მატჩის გადადების თხოვნით მიმართა. იმ საგანგებო მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც ძლიერი უამინდობით იყო გამოწვეული, კომიტეტმა დააკმაყოფილა თხოვნა და დაგეგმილი მატჩი გადადო. მატჩის ჩატარების თარიღი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

სხვა სტატიები