Belive

უარი რეალს: მარტინელი არ იყიდება!

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის "არსენალის" ახალგაზრდა ნიჭიერ ფეხბურთელ გაბრიელ მარტინელიზე ნადირობა ევროპულმა გრანდებმა დაიწყეს. განსაკუთრებით აქტიური მადრიდის "რეალია", თუმცა "მეთოფეები" ტალანტის გაშვებას არ აპირებენ. ლონდონური კლუბის ხელმძღვანელები თავდამსხმელის პროგრესით ნასიამოვნები არიან და მისი ხელფასის გასამმაგებას აპირებენ. ისინი ფიქრობენ, რომ ამ პირობით, ფეხბურთელს "სამეფო კლუბში" წასვლას გადააფიქრებინებენ. არადა, "ბლანკოსები" საქმეს სერიოზულად უყურებენ და 60 მილიონი ევროს გადახდაზეც თანახმანი არიან. ამჟამად, ბრაზილიელის ანაზღაურება ყოველკვირეულად 12 000 ევროა, მიმდინარე მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემთხვევაში კი ფეხბურთელი კვირაში 36 000 ევროს გამოიმუშავებს. მარტინელის, რომელმაც ამ სეზონში "არსენალისთვის" 10 გოლი გაიტანა, კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს.

სხვა სტატიები