Belive

უარი რეალს - პსჟ-მ მბაპეს სანაცვლოდ 160 მილიონიანი შეთავაზება არ მიიღო

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"პსჟ"-მ "რეალ მადრიდს" კილიან მბაპეს სანაცვლოდ მიღებულ 160 მილიონიან შეთავაზებაზე უარი უთხრა. ახლახანს გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგული კლუბი კვლავ ცდილობს, რომ საუკეთესო ბომბარდირი შეინარჩუნოს. როგორც იცით, მბაპეს "პსჟ"-სთან კონტრაქტი მომდევნო ზაფხულს ეწურება. 22 წლის ფეხბურთელი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარს ამბობს, ეს კი ფრანგებისთვის ლიდერის უფასოდ დაკარგვას ნიშნავს. 31 აგვისტომდე "რეალი" მბაპეს ტრანსფერისთვის კიდევ ერთ შეთავაზებას გააკეთებს. მადრიდელებს კილიანის შეძენა რამდენიმე წელია სურთ.

სხვა სტატიები