Belive

უაზარო კლასიკო 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგაში მიღებული ერთი შეხედვით არასერიოზული ტრავმა ედენ აზარისთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა. AS-ის ცნობით, ბელგიელი ფეხბურთელის დაზიანება იმდენად მძიმეა, რომ მან შესაძლოა 2019 წელს საერთოდ ვეღარ ითამაშოს. 28 წლის თავდამსხმელს სრულად გამოჯანმრთელებისთვის სულ მცირე 6 კვირა დასჭირდება, ამ პერიოდში კი მადრიდის "რეალს" ესპანეთის ჩემპიონატში საკმაოდ რთული შეხვედრები ელის: "ესპანიოლთან", "ვალენსიასთან", "ბილბაოსთან", "ხეტაფესთან" და "ბარსელონასთან". ელ კლასიკოს გამოტოვება "სამეფო კლუბის" კიდევ ერთ ლიდერს, მარსელოს მოუწევს. ბრაზილიელი მოედანზე გასვლას 3 კვირის განმავლობაში ვერ შეძლებს. ესპანეთის ჩემპიონატის ეგიდით ჩასატარებელი პრინციპული მეტოქეების დაპირისპირება კატალონიაში არსებული პოლიტიკური კრიზისის გამო გადაიდო და 18 დეკემბერს შედგება.

სხვა სტატიები