Belive

უბილავა: "კრაიოვას კარგად შევისწავლით."

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

უეფას ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, „ლოკომოტივის“ მეტოქე რუმინული კლუბი - „უნივერსიტატი კრაიოვა“ იქნება. რა მოლოდინები ჰქონდათ ფეხბურთელებს და როგორ აფასებენ ისინი მეტოქეს, ამის შესახებ, ლოკოს კაპიტანი - დავით უბილავა საუბრობს. "ჩვენთვის უცნობი გუნდია და ახლა, მეტოქეზე ბევრს ნამდვილად ვერ ვილაპარაკებ. ისე, პოტენციური მეტოქეებიდან, ყველა მოწინააღმდეგისთვის მზად ვიყავით. ოთხივე ისეთი გუნდი იყო, რომ საგანგებოდ უნდა გვენახა მათი თამაშები, რასაც ახლა გავაკეთებთ და „კრაიოვას“ კარგად შევისწავლით.

მიუხედავად იმისა, რომ მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება, რაც ძალიან სამწუხაროა, სახლში თამაშის ფაქტორს, ჩვენთვის მაინც დიდი მნიშვნელობა აქვს. თბილისში ვთამაშობთ და ეს ჩვენთვის კომფორტი აუცილებლად იქნება.“

წყარო: fcloco.ge

სხვა სტატიები