Belive

უდიდესი ალბათობით: ჯანო ანანიძე დინამო თბილისში ითამაშებს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
Გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ჯანო ანანიძე კარიერას "დინამო თბილისში" გააგრძელებს. "Ანორთოსისის" 28 წლის ფეხბურთელი საქართველოს მოქმედ ჩემპიონთან სავარაუდოდ 1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. Ტრანსფერის ალბათობა ძალიან დიდია, თუმცა თბილისურ კლუბში ინფორმაციას არც ადასტურებენ და არც უარყოფენ. Შეგახსენებთ, ბოლო დღეებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ანანიძე ბათუმის "დინამოს" შეუერთდებოდა. გადაწყვეტილი ჯერჯერობით არაფერია, თუმცა ლოგიკურია, რომ ისეთი გამოცდილი ფეხბურთელი როგორიც ჯანოა, ყველა ქართული კლუბის ინტერესებში მოექცევა.

სხვა სტატიები