Belive

უდიდესი დანაკლისი - ბელგიას დე ბრუინე და აზარი ვერ დაეხმარებიან

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიასთან მეოთხედფინალურ დაპირისპირებას ბელგიის ნაკრები უდიდესი დანაკლისით ხვდება. "წითელ ეშმაკებს" ტრავმის გამო კევინ დე ბრუინე და ედენ აზარი ვერ დაეხმარებიან. ინფორმაციას გუნდის მთავარი მწვრთნელი, რობერტო მარტინესი ადასტურებს. შეგახსენებთ, რომ ორივე ფეხბურთელი გუშინ, პორტუგალიასთან მოგებულ (1:0) თამაშში დაშავდა. დე ბრუინემ თამაშის გაგრძელება ჟოაო პალინლას უხეშობის შემდეგ ვეღარ მოახერხა, აზარმა კი მოედნიდან გაყვანა თავად მოითხოვა. ბელგიელი გულშემატკივრისთვის სანუგეშო მხოლოდ ის ფაქტია, რომ ნახევარფინალში გასვლის შემთხვევაში, დე ბრუინე და აზარიც თამაშს მოახერხებენ. ბელგიისა და იტალიის ნაკრებებს შორის დაპირისპირება 2 ივლისს გაიმართება.

სხვა სტატიები