Belive

UEFA.com-მა გიორგი მამარდაშვილი 50 გამორჩეულ ახალგაზრდა ფეხბურთელს შორის დაასახელა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
20 წლის ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი იმ 50 გამორჩეულ ახალგაზრდა ფეხბურთელს შორის დასახელდა, რომლებიც UEFA.com-ის გუნდის აზრით 2021 წელს შესაძლოა დიდ აღმოჩენად იქცნენ. თბილისის "ლოკომოტივმა" ევროპალიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე მოსკოვის "დინამოს" ანგარიშით 2:1 მოუგო. უმნიშვნელოვანესი გამარჯვების ერთ-ერთი შემოქმედი სწორედ თბილისელთა მეკარე გიორგი მამარდაშვილი იყო. გამოკითხვაში მონაწილეობა UEFA.com-ის  რეპორტიორებმა, კორესპონდენტებმა და რედაქტორებმა მიიღეს. უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე წერია:
"გიორგი მამარდაშვილი - საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების პირველი მეკარე. ახლა მამარდაშვილი რეპუტაციას იხვეჭს და ასევე, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მან მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა".

 
▶ uefa.com-მა, გიორგი მამარდაშვილი 50 გამორჩეულ ახალგაზრდა ფეხბურთელს შორის დაასახელა - UEFA.com's ones to watch for... Posted by FC Locomotive Tbilisi on  

სხვა სტატიები