Belive

UEFA: დაისჯება თუ არა რონალდუ?

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კრიშტიანუ რონალდუ შესაძლოა, UEFA-მ, დისკვალიფიკაციით დასაჯოს. შეგახსენებთ, რომ წინა კვირას პორტუგალიელმა "ატლეტიკოს" ჰეთ-თრიქი შეუსრულა და "იუვენტუსის" შემდეგ ეტაპზე გასვლაში უდიდესი როლი ითამაშა. აღნიშნული მატჩის დასრულების შემდეგ, გახარებულმა კრიშტიანუმ მადრიდელთა მწვრთნელის, დიეგო სიმეონეს ჟესტი გაიმეორა. ცნობისთვის, არგენტინელი სპეციალისტი დისკვალიფიკაციას გადაურჩა, თუმცა ჯარიმას, ვერა. UEFA-მ კი დღეს რონალდუს საქმეზე განცხადება გაავრცელა: "UEFA-ს დისციპლინალური საბჭო 12 მარტს, "იუვესა" და "ატლეტიკოს" თამაში შემდეგ მომხდარ შემთხვევას იძიებს. საბოლოოდ საბჭო 21 მარტს შეიკრიბება და გადაწყვეტილებას მიიღებს."

სხვა სტატიები