Belive

UEFA-მ ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი აღიარა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
UEFA-ს ოფიციალურმა ვებგვერდმა ევროპის 50 პერსპექტიული ფეხბურთელის სია გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ ჩამონათვალში ყაზანის "რუბინისა" და საქართველოს ნაკრების 18 წლის შემტევი, ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა. ის 21-ე საუკუნეში დაბადებული პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც რუსეთის პრემიერლიგაში გოლი გაიტანა. ამის გაკეთება მან გასულ სეზონში, მოსკოვის "ლოკომოტივის" მაისურით შეძლო. კვარაცხელიას გარდა, 50-ეულში კიევის "დინამოს" შემტევი გიორგი წიტაიშვილიც მოხვდა, რომელიც წარმოშობით ქართველია, მაგრამ უკრაინის მოქალაქეა და ამავე ქვეყნის 20 წლამდე ნაკრების ღირსებას იცავს. აღნიშნულ 50-ეულში ფერან ტორესი (ვალენსია), სანდრო ტონალი (ბრეშა), ისმაილა სარი (რენი), დანი ოლმო (ზაგრების დინამო), არნე მაიერი (ჰერტა), ოზან კაბაკი (შალკე), გედსონ ფერნანდესი (ბენფიკა), იანის ჰაჯი (გენკი), იურგენ ეკელენკამპი (აიაქსი), იოსიპ ბრეკალო (ვოლფსბურგი), ბენუა ბადიაშილე (მონაკო) და სხვა ამომავალი ვარსკვლავები მოხვდნენ.

სხვა სტატიები