Belive

UEFA-მ ახალი საკლუბო ტურნირი დააანონსა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის პარალელურად, UEFA-მ მე-3 საკლუბო ტურნირი დააანონსა. გავრცელებული ინფორმაციით, რიგით მე-3 საკლუბო ტურნირი, 2021 წლიდან აიღებს სტარტს. UEFA-ს მაღალჩინოსანმა, ანდრეა ანიელიმ, რომელიც ამავდროულად ტურინის "იუვენტუსის" მმართველია - გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა. ანიელის მტკიცებით, UEFA-ს რიგით მე-3 ტურნირი, სტარტს 2021 წლიდან აიღებს. "ამჟამინდელი მოდელი განახლებას საჭიროებს. მწვანე შუქი ანთებულია და უახლოეს მომავალში საბოლოო შეთანხმებას მივაღწევთ", აღნიშნა ანდრე ანიელიმ.

სხვა სტატიები