Belive

UEFA-მ ევროპა ლიგის ფორმატი შეცვალა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დღეს სლოვენიის დედაქალაქ ლუბლიანაში UEFA-ს სხდომა გაიმართა და რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გადაწყდა. ცნობილია, რომ მომდევნო სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალს სანკტ-პეტერბურგი, 2022 წლის ფინალს მიუნხენი ("ალიანც არენა") , 2023 წელს კი ლონდონი ("უემბლი") უმასპინძლებს. ჩვენთვის სამწუხაროდ, ასევე გადაწყდა, რომ 2021 წლის ევროპა ლიგის ფინალის მასპინძლობის უფლება სევილიას მისცეს, და არა "დინამო არენას". რაც შეეხება ევროპა ლიგას, UEFA-მ აღნიშნული ტურნირის ფორმატში საინტერესო ცვლილებები შეიტანა. 2021 წლიდან UEFA-ს მე-2 საკლუბო ტურნირზე გუნდების რაოდენობა 48-დან 32-მდე შემცირდება. ცნობილია, რომ ჯგუფურ ეტაპსა და 1/16-ფინალურ რაუნდს შორის კიდევ ერთი ეტაპი დაემატება. ამასთან ერთად, ევროპა ლიგაზე კლუბები მხოლოდ ევროპის TOP 15 ქვეყნის ჩემპიონატებიდან იასპარეზებენ.    

სხვა სტატიები