Belive

UEFA-მ განახლებული საკლუბო რეიტინგი გამოაქვეყნა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
UEFA-მ განახლებული საკლუბო რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ჩემპიონი, "ლივერპული" მე-11 ადგილს იკავებს. პირველობას კვლავ არავის უთმობს მადრიდის "რეალი", რომელიც 146 ქულით ლიდერია. მას 138 ქულით "ბარსელონა" მოსდევს. მესამეზეა "ბაიერნი", რომელსაც 128 ქულა აქვს. საინტერესოა, რომ "ლივერპული" მე-11 ადგილზეა და მერსისაიდელებს მხოლოდ 91 ქულა აქვთ. მათ წელს 29.000 ქულა მოიპოვეს, ხოლო "ჩელსიმ", რომელმაც ევროპა ლიგის მოგება შეძლო და "ლივერპულს" პრემიერ ლიგაში 25 ქულით ჩამორჩა, 30.000 ქულა მოიპოვა. არისტოკრატები მე-12 ადგილზე არიან. გასაკვირია ისიც, რომ 281-ე ადგილზეა "დინამო თბილისი". ქართულ კლუბს მხოლოდ 3.750 ქულა აქვს მოპოვებული.  

სხვა სტატიები