Belive

UEFA-მ ნომინანტები დაასახელა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
UEFA-მ ის ფეხბურთელები გამოავლინა, რომლებიც 2018/19 წლების გათამაშების თავიანთ პოზიციებზე საუკეთესო მოთამაშეობისთვის იბრძოლებენ. საუკეთესო სამეულები პოზიციების მიხედვით ასე გამოიყურება: მეკარეები: ალისონ ბეკერი (ლივერპული), უგო ლორისი (ტოტენჰემი), მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (ბარსელონა); მცველები: ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი (ლივერპული), მატეის დე ლიხტი (აიაქსი, იუვენტუსი), ვირჯილ ვან დაიკი (ლივერპული); ნახევარმცველები: ფრენკი დე იონგი (აიაქსი, ბარსელონა), კრისტიან ერიკსენი (ტოტენჰემი), ჯორდან ჰენდერსონი (ლივერპული); თავდამსხმელები: სადიო მანე (ლივერპული), ლიონელ მესი (ბარსელონა), კრიშტიანუ რონალდუ (იუვენტუსი). ჟიური, რომელმაც საუკეთესო სამეულები გამოავლინა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოთამაშე 32 კლუბის მთავარი მწვრთნელით, ევროპული სპორტული მედიის (ESM) მიერ შერჩეული 55 ჟურნალისტით, UEFA-ს წევრი ასოციაციებიდან თითო წევრით დაკომპლექტდა. ჟიურის ყველა წევრი თავის ფავორიტ 3 ფეხბურთელს ასახელებდა. გამარჯვებულები 29 აგვისტოს გამოვლინდებიან.

სხვა სტატიები