Belive

UEFA-მ რეალისა და აიაქსის მატჩის სადავო აუტზე ისაუბრა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
UEFA-მ განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარია "რეალისა" და "აიაქსის" საპასუხო მატჩში მიღებულ საკამათო გადაწყვეტილებაზე. შეგახსენებთ, რომ ამსტერდამული გუნდის მე-3 გოლისას მსაჯებმა VAR გამოიყენეს, თუმცა გატანილი ბურთი არ გააუქმეს. "არბიტრებმა ყველაფერი გადაამოწმეს და არსებობს ბევრი დამადასტურებელი კადრი, რომ ბურთს მოედნის ფარგლები ბოლომდე არ გადაუკვეთავს. ამასთან ერთად, დამხმარე მსაჯი, რომელიც ამ ეპიზოდში კარგ პოზიციაზე იდგა, ეს ყველაფერი დაადასტურა," - ნათქვამია განცხადებაში. 0
real-madrid-ajax-var_1pu5hh8ea80uc18w8bsk0xo4wu

სხვა სტატიები