Belive

რუსეთმა UEFA-ში ქართული კლუბების დასჯა მოითხოვა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რუსები ეროვნული ლიგის ფეხბურთელებისა და კლუბების გუშინდელ საქციელს ეხმაურებიან და ქართული კლუბებისა და ფეხბურთელების სათანადოდ დასჯას მოითხოვენ. რუსული სპორტული საიტი m.sport-express.ru, ამის შესახებ სტატიას წერს, გთავაზობთ სტატიას სრულად ქართულ ენაზე: "საქართველოს პარლამენტის სპიკერის სკამზე გავრილოვის დაჯდომას პოლიტიკური პარტიების უკმაყოფილება მოჰყვა, ამის შემდეგ საქართველოში გამოსვლები დაიწყო. 21 ივნისს ხელი მოეწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც, 8 ივლისს, რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ფრენები აიკრძალება. საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მე-19 ტურში, რამდენიმე გუნდის მაისურებზე ანტირუსული ლოზუნგები ეწერა. 20 ივნისს, ქუთაისის ტორპედოს ფეხბურთელები მოედანზე სწორედ ასეთი მაისურებით გამოვიდნენ. მათ მაისურებზე აღნიშნული იყო, რომ რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების ნაწილის ოკუპაცია განახორციელა. მოედანზე ასეთივე ფორმით ვიხილეთ "რუსთავისა" და თბილისის "ლოკომოტივის" ფეხბურთელები."    

სხვა სტატიები