Belive

UEFA-მ შესაძლოა მოსკოვის სპარტაკი ევროპა ლიგიდან მოკვეთოს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უკრაინაში რუსული აგრესიის შემდეგ, UEFA მოსკოვის "სპარტაკის" ევროპა ლიგის გათამაშებიდან მოკვეთას განიხილავს. აღნიშნულ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.1/8-ფინალურ ეტაპზე "სპარტაკს" "ლაიფციგთან" უნდა ეთამაშა, თუმცა მატჩი აღარ გაიმართება და მოსკოველთა მეტოქე პირდაპირ მეოთხედფინალში გავა. გეტყვით, რომ "სპარტაკი" ერთადერთი რუსული გუნდია, რომელიც მიმდინარე სეზონის ევროტურნირებზე შემორჩა. რუსეთი უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. ამ დღეების განმავლობაში აგრესორები მშვიდობიანი მოსახლეობა არაერთხელ დაბომბეს, რასაც ბავშვებიც სიცოცხლე შეეწირა.

სხვა სტატიები