Belive

UEFA მნიშვნელოვანი ცვლილებების ზღვარზეა

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
UEFA-ს 2020 წლის იანვრის გადაწყვეტილებით, “მანჩესტერ სიტი” ჩემპიონთა ლიგაზე მომდევნო 2 სეზონის განმავლობაში მონაწილეობას ვერ მიიღებდა, თუმცა პრემიერ ლიგის გრანდმა UEFA-ს გადაწყვეტილება სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრა. 3-დღიანი საარბიტრაჟო მოსმენის შედეგად, გადაწყდა, რომ “სიტის” აკრძალვა აღარ შეეხება, თუმცა გუნდს 10 მილიონი ევროს გადახდა მაინც მოუწევს. UEFA-ს სადისციპლინო კომიტეტის თანახმად, მანჩესტერული კლუბი ფეხბურთის მმართველ ორგანოს არასწორ დოკუმენტაციას აწვდიდა. UEFA-ს ფინანსური სამართლიანი თამაშის (Fair Play) წესების თანახმად, გუნდებმა მფლობელებისგან ფეხბურთელების ხელფასების დასაფარად დიდი თანხები არ უნდა მიიღონ და სანაცვლოდ, საჭირო ფინანსური სახსრები სპონსორებისგან მოიძიონ. უეფა მანჩესტერულ გუნდს სწორედ აღნიშნული წესის დარღვევას ედავებოდა. საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ, "მანჩესტერ სიტის" განაცხადის დაკმაყოფილების შემდეგ, UEFA მნიშვნელოვანი ცვლილებების მიღების ზრვარზე აღმოჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ფინანსური სამართლიანი თამაშის (FFP) წესდებაში მასშტაბური ცვლილებები განხორციელდება. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ გამოტანილი მორიგი გამამართლებელი განაჩენი UEFA-ს პრესტიჟს მნიშვნელოვან დარტყმას აყენებს. ფინანსური სამართლიანი თამაშის (FFP) დაცვა ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ სცადა: "უკანასკნელი წლების განმავლობაში, ფინანსური სამართლიანი თამაშის პრინციპმა, კლუბების დაცვაში უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა. აღნიშნულმა პრინციპმა კლუბებს ფინანსური სიმყარის შესაძლებლობა მისცა. UEFA და ევროპული საკლუბო ასოციაცია (ECA) ამ პრინციპების ერთგული რჩებიან." ამსტერდამში გამართულ UEFA-ს კონგრესზე - პრეზიდენტმა, ალექსანდრ ჩეფერინმა განაცხადა, რომ სისტემა ცვლილებებს საჭიროებს. "ამ წუთისათვის საკმაოდ ადრეა იმის თქმა, თუ როგორი სახით იქნება წარმოჩენილი მომავალში, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ თანამედროვეობასთან ადაპტირებული უნდა იყოს.  ფინანსური სამართლიანი თამაშის პრინციპი საკმაოდ გამართულ სისტემას წარმოადგენს. ევროპულ ფეხბურთში პრაქტიკულად აღარ არსებობს დანაკარგები და უარყოფითი ბალანსი - ახლა კი სისტემა დროს უნდა აჰყვეს და ადაპტირება მოახდინოს", - აღნიშნა ალექსანდრ ჩეფერინმა. ევროპული ლიგების ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ფინანსური სამართლიანი თამაშის პრინციპის წესების ცვლილების შემთხვევაში, საშიშროებაზე საუბრობს,რომლებიც შესაძლოა მომავალში წარმოიშვას. ლარს-კრისტენ ოლსონის მტკიცებით, ფინანსური სამართლიანი თამაშის პრინციპის გაუქმების შემთხვევაში, გრანდები კიდევ უფრო გაძლიერდებიან და საშუალო დონის გუნდებთან სხვაობა გაცილებით უფრო თვალსაჩინო გახდება - ასევე კლუბების ვალებიც მნიშვნელოვნად გაიზრდება.  

სხვა სტატიები