Belive

UEFA მონტენეგროს ფეხბურთის ფედერაციას რასისტული გამოხდომების გამო დასჯის

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში, სადაც ერთმანეთს მონტენეგროსა და ინგლისის ნაკრებები დაუპირისპირდნენ, რაჰიმ სტერლინგი, დენი როუზი და კალუმ ჰადსონ-ოდოი რასისტული შეძახილების მთავარი სამიზნეები იყვნენ. UEFA-მ მონტენეგროს სტადიონზე არაერთი მნიშვნელოვანი დარღვევა დააფიქსირა: პეტარდების გაშვება, სხვადასხვა საგნების სროლა, რასისტული შეძახილები და გასასვლელის ბლოკირება. UEFA-ს განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით მისი კონტროლის, ეთიკისა და სადისციპლინო კომიტეტი საბოლოო დასკვნას 16 მაისს გამოიტანს. აღნიშნულთან დაკავშირებით საინტერესო განცხადება გააკეთა რაჰიმ სტერლინგმა - მისი თქმით, ყველა რასისტული შეძახილის საპასუხოდ, მან კარგი მატჩი ჩაატარა, სადაც თავი 1 გოლითა და 1 საგოლე პასით გამოიჩინა.

სხვა სტატიები