Belive

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგა ევროპის საზღვრებს სცდება

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
UEFA-ს პრეზიდენტის, ალექსანდრ ჩეფერინის მტკიცებით, ჩემპიონთა ლიგის მატჩები ევროპის საზღვრებს გარეთ 2024 წლამდე არ გაიმართება. 2016 წლის შემოდგომაზე, ჩეფერინმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩები შესაძლოა ევროპის მიღმაც ჩატარებულიყო. "როდესაც მკითხეს, შესაძლებელი იყო თუ არა ჩემპიონთა ლიგის ფინალი ევროპის მიღმა, მაგალითად ნიუ იორკში ჩატარებულიყო? ვუპასუხე: რატომაც არა! სამწუხაროდ, უამრავმა ადამიანმა ჩემი განცხადება იმ ინტერპრეტაციით აღიქვა, რომ UEFA უკვე მუშაობდა აღნიშნულ საკითხზე. დანამდვილებით შემიძლია განვაცხადო, რომ 2024 წლამდე არაფერი შეიცვლება და ჩემპიონთა ლიგის მატჩები ევროპის ტერიტორიაზე გაიმართება. 2024 წლის შემდეგ, ნებისმიერ ვარიანტს განვიხილავთ", - აღნიშნა ჩეფერინმა. აღნიშნული თემით სპეკულირების მიზეზი ესპანეთის ლა ლიგის წარმომადგენელთა განცხადება გახდა. ლა ლიგის მესვეურებს სურთ, რომ გარკვეული რაოდენობის მატჩები აშშ-ში ჩაატარონ. "იმისათვის რომ ლა ლიგის მატჩები აშშ-ში ჩატარდეს, ლა ლიგის ხელმძღვანელებს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის, UEFA-ს, აშშ-ს ფეხბურთის ფედერაციისა და კონკაკაფის წარმომადგენელთა თანხმობა სჭირდებათ. პრინციპში, აღნიშნული ინიციატივის წინააღმდეგი არ ვარ, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ პროცედურები დროში საკმაოდ იწელება", - განაცხადა UEFA-ს თავკაცმა.

სხვა სტატიები