Belive

Uefa-ს ჩემპიონთა ლიგაზე ვიდეო რეფერი ამ სეზონშივე გამოჩნდება

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგაზე ვიდეო რეფერი შესაძლოა ამ სეზონშივე დაინერგოს.  ამ თემაზე საუბარი დიდი ხანია მიმდინარეობს, რომ აუცილებელია Uefa-ს ეგიდით ჩატარებულ ტურნირებზე VAR გამოჩნდეს. ეს ფაქტი კიდევ უფრო გაამყარა "მანჩესტერ სიტისა" და დონეცკის "შახტარის" დაპირისპირებამ, როდესაც სტერლინგი საჯარიმოში თავისი ინიციატივით წაიქცა, მის სიახლოვეს არავინ ყოფილა და თერთმეტ მეტრიანი მაინც დაინიშნა. VAR წლევანდელ მუნდიალზეც იყო და ბევრ საკამათო სიტუაციაში მთავარ მსაჯს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარა. ამრიგად, ჩემპიონთა ლიგაზე VAR-ს დიდი ალბათობით ფლეი-ოფიდან ვიხილავთ. ამ საკითხზე Uefa დეკემბერში დაგეგმილ კომიტეტის სხდომაზე ისაუბრებს.

სხვა სტატიები