Belive

UEFA-ს განახლებული რეიტინგი - როგორია ქართული გუნდების მდგომარეობა?

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დღეს UEFA-მ განახლებული საკლუბო რეიტინგი გამოაქვეყნა. როგორც მოგეხსენებათ, გუნდების პოზიციები ევროპულ ტურნირებზე ბოლო 5 წელში დაფიქსირებული შედეგებით არის განპირობებული. ჩვენთვის ძალიან საინტერესოა ქართული გუნდების მდგომარეობა. რეიტინგში წინსვლა განიცადა "დინამო თბილისმა". ქართული ფეხბურთის ფლაგმანი შარშან 281-ე ადგილზე იყო, ახლა კი, 4.750 ქულით 232-ე პოზიციაზეა შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ევროტურნირებზე "დინამომ" 2 ეტაპი დაძლია. თბილისელებმა ევროპა ლიგაზე ჯერ ანდორას "ენგორდანს" აჯობეს, შემდეგ "გაბალა" დაამარცხეს, მე-3 ეტაპზე კი, სამწუხაროდ, "ფეიენოორდთან" წააგეს. 318-ე ადგილიდან 285 პოზიციაზე გადაინაცვლა საჩხერის "ჩიხურამ". სამსონ ფრუიძის გუნდმა წინა წლის მსგავსად, გასულ ზაფხულშიც ევროპა ლიგის მხოლოდ 1 ეტაპი დაძლია. საჩხერლებმა ლუქსემბურგის წარმომადგენლის "ფოლას" ბარიერი დაძლიეს, თუმცა შოტლანდიურ "აბერდინთან" დამარცხდნენ. UEFA-ს რეიტინგში დიდი წინსვლა განიცადა "ტორპედომაც". ქუთაისური გუნდი 327-ე იყო, ახლა კი - 276-ე ადგილზეა. მიუხედავად იმისა, რომ "ტორპედოსთვის" მიმდინარე წლის ევროტურნირები წარუმატებელი გამოდგა, ქუთაისელებმა 2018 წელს საკმაო რაოდენობის ქულები მოაგროვეს. როგორც მოგეხსენებათ, შარშან ჩხეტიანის გუნდი ევროპა ლიგის პლეი-ოფში გავიდა და ჯგუფურ ეტაპზე გასვლაში ხელი "ლუდოგორეცმა" შეუშალა  

სხვა სტატიები