Belive

UEFA-ს კომპრომისი | იუვენტუსი, რეალი და ბარსელონა ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებენ

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოსა და ევროპის სუპერ ლიგის "აჯანყებულ" კლუბებს შორის კომპრომისი შედგა. გავრცელებული ინფორმაციით, "იუვენტუსი", "რეალი" და "ბარსელონა" მომდევნო სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებენ. პრემიერ ლიგის დიდი ექვსეული, "ატლეტიკო", "ინტერი" და "მილანი" სუპერ ლიგას საწყის ეტაპზე გამოეთიშნენ, თუმცა "იუვენტუსმა", "რეალმა" და "ბარსელონამ" სუპერ ლიგის დატოვებაზე უარი განაცხადეს. UEFA-სა და ევროპული ფეხბურთის სამი გრანდის დაპირისპირება კულმინაციას აღწევდა - ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო, კლუბებს ჩემპიონთა ლიგიდან მოკვეთით ემუქრებოდა, კლუბები კი საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში ჩივილით იმუქრებოდნენ. საბედნიეროდ, UEFA-მ "აჯანყებულ" კლუბებთან კომპრომისს მიაღწია. ევროპული მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "იუვენტუსი", "რეალი" და "ბარსელონა" დისკვალიფიკაციას გადაურჩნენ. დიდმა სამეულმა ისევე, როგორც ყველა სხვა კლუბმა, რომელთაც მომდევნო სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის უფლება მოიპოვეს UEFA-მ ოფიციალური წერილი გაუგზავნა.
"ყველა კლუბს, რომელსაც მომდევნო სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის უფლება საკუთარი ქვეყნების ჩემპიონატებში დაკავებული შესაბამისი პოზიციების მიხედვით მოპოვებული აქვს, UEFA-სგან დასტურის ოფიციალური წერილი გაეგზავნა", - აღნიშნულია UEFA-ს განცხადებაში.

სხვა სტატიები