Belive

UEFA-ს უარი - ალიანც არენა LGBT ფერებში არ განათდება

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გერმანიის ნაკრების სურვილი, რომ "ალიანც არენა" LGBT-მოძრაობის ფერებში განათებულიყო, UEFA-მ უარით გაისტუმრა. როგორც მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში გერმანელები შინ უნგრეთს მიიღებენ, მიუნხენის მერის, დიტერ რაიტერის ინიციატივა კი იყო, რომ სტადიონი თამაშის დროს განათებულიყო.
"UEFA ორგანიზაციაა, რომელიც პოლიტიკური და რელიგიური საკითხებისგან თავს შორს იჭერს. ვიქცევით საკუთარი დებულების მიხედვით, ეს ჟესტი კი უნგრეთის პარლამენტის გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ იქნებოდა მიმართული," - წერია ორგანიზაციის ოფიციალურ განაცხადში.
გერმანიასა და უნგრეთს შორის დაპირისპირება 23 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.  
 

სხვა სტატიები