Belive

UEFA სიმეონეს დასჯის

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
UEFA-მ დისციპლინარული საქმე "ატლეტიკოს" მთავარი მწვრთნელის, დიეგო სიმეონეს მიმართ აღძრა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩის დროს, უხამსი ჟესტი გამოიყენა. მან ამის შემდეგ "იუვენტუსს" და მის გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა, თუმცა მაინც დაისჯება. სიმეონემ აღნიშნა, რომ ეს არ იყო იტალიელი გულშემატკივრის მიმართ გამოყენებული ჟესტი, არამედ ამით მან ყველას დაანახა, თუ როგორი მებრძოლი გუნდი ჰყავს. ჯერჯერობით უცნობია რა სანქციებზეა საუბარი, თუმცა არგენტინელი სპეციალისტი დაუსჯელი არ დარჩება. გარდა სიმეონესი, UEFA "ატლეტიკოს" გულშემატკივრების ქმედებასაც განიხილავს, რომლებიც ტრიბუნებიდან სხვადასხვა საგნებს ისროდნენ. მეორე ტაიმში სათამაშოდ გასასვლელად დაგვიანებისთვის, სავარაუდოდ "იუვენტუსიც" დაისჯება.

სხვა სტატიები